მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ხეჩინაშვილის კლინიკიდან იუწყება.
როგორც ექიმებმა განაცხადეს, კლინიკაში შეყვანისას მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ღონისძიებები უტარდებოდა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.