მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს
მოზარდ მაყურებელთა თეატრი სერბეთის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მე-17-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „სლავია“ გაიმართება. თეატრალური ფესტივალი 9 მარტიდან 19 მარტამდე გაგრძელდება.

საერთაშორისო ფესტივალს 9 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“ გახსნის, რომლის რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილია.

ფესტივალი საკონკურსო ხასიათისაა. საქართველოს გარდა მასში მონაწილეობენ: გერმანიის, ეგვიპტის, ირანის, ალჟირის, მონტენეგროს, რუსეთის, სერბეთისა და ყაზახეთის თეატრალური დასები.