მოზარდ მაყურებელთა თეატრი დავით სარაჯიშვილის 170 წლის იუბილეს სპექტაკლს უძღვნის
მოზარდ მაყურებელთა თეატრი დავით სარაჯიშვილის 170 წლის იუბილეს სპექტაკლს უძღვნის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი დავით სარაჯიშვილის 170 წლის იუბილეს სპექტაკლს უძღვნის. სპექტაკლის, სახელწოდებით „დავით სარაჯიშვილი“ პრემიერა 29 და 30 ნოემბერს გაიმართება.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სპექტაკლი, ეძღვნება ქართველი მეწარმის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილის დაბადებიდან 170-ე და თბილისის კონიაკის ქარხნის დაარსებიდან 130-ე წლისთავს.

სპექტაკლი, რომლის ავტორი და რეჟისორი მაია შენგელიაა 19-20 საუკუნეების მიჯნის საქართველოს უმნიშვნელოვანეს მომენტებს ასახავს.

წარმოდგენაში გამოყენებულია ლიტერატურულ-დოკუმენტური კოლაჟი, რომელიც ეყრდნობა დავით სარაჯიშვილის თანამედროვეთა მოგონებებს. გამოყენებულია დოკუმენტური ფოტომასალა.

დატოვე კომენტარი