პოლონეთის თეატრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს
პოლონეთის თეატრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს

პოლონეთის თეატრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს. ქალაქ ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე 20-27 სექტემბერის ჩათვლით საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.

21 სექტემბერს მაყურებლებისთვის წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა“.

22 სექტემბერს პოლონური დასი შედარებით მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის წარმოადგენს სპექტაკლს „მთავარი შეკითხვა“. ვოლფ ერლბრუხის ფილოსოფიური იგავი მაყურებელს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის აზრი. მთავარი მოქმედი გმირია კაცი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ადამიანთა კრებით სახედ იქცევა.

სპექტაკლების გარდა, 23-27 სექტემბერს, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რამდენიმე ვორქშოპი ჩატარდება, რომლებსაც „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვებიან. ვორქშოფის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია; აგრეთვე, გაიმართება მუსიკალური ვორქშოპი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია. უწყების ცნობით, კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018 დაფინასებით, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.