მოზარდ მაყურებელთა თეატრში „ალადინის“ პრემიერა გაიმართა [ფოტო]
მოზარდ მაყურებელთა თეატრში „ალადინის“ პრემიერა გაიმართა [ფოტო]

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში „ალადინის“ პრემიერა გაიმართა. ყველა თაობის საყვარელი გმირის ისტორია რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინა.

პიესა „ალადინი-მუსიკალური კომედია ჯადოსნურ ლამპარზე და არა მარტო მასზე…“ ქართულ ენაზე სწორედ ამ სპექტაკლისთვის ითარგმნა.

ამასთან, მიუზიკლისთვის შეიქმნა ახალი ინსცენირება და ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციების არანჟირებაც.