თბილისში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა.
პროცესზე 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, სამედიცინო ექსპერტი და ე.წ ნეიტრალური მოწმე დაკითხეს, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა. სწორედ მასთან დაკავშირებით ჰქონდა შეკითხვები დაცვის მხარეს. ადვოკატების განცხადებით, ნეიტრალური მოწმე სახელმწიფო ბრალდებისგან განსხვავებულ გარემოებებს აღწერდა, რაც პროკურატურის პოზიციას ასუსტებს.
როგორც დახურული სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, ადვოკატებს მოწმეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.
საქმეზე შემდეგი პროცესი 5 მარტს ჩაინიშნა.