მოსწავლეების მკვლელობის საქმის დღევანდელ პროცესზე თვითმხილველი დაიკითხება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი თვითმხილველი დაიკითხება, რომელიც მოზარდების კონფლიქტის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში იმყოფებოდა. ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 51-საჯარო სკოლის პედაგოგის დაკითხვაც იგეგმება.
ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმის განხილვა კვლავ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.