მოსკოვის საპატრიაქოს საქმეთა მმართველს საბერძნეთის ხელისუფლებამ ვიზა არ მისცა
საბერძნეთის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიაქოს საქმეთა მმართველს ვიზა არ მისცა.
როგორც რუსული მედია იუწყება, სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტი ბარსანოფი ათონის მთაზე გამგზავრებას აპირებდა.
რუსეთის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბარსანოფი ყოველ წელს ჩადის ათონის მთაზე მოსალოცად, თუმცა, ამჯერად ათენის საკონსულოში მას შენგენის ვიზაზე უარი უთხრეს.
ტელეკომპანია BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, მანამდე ანალოგიური პრობლემების შესახებ იუწყებოდნენ სხვა რუსი სასულიერო პირებიც.
როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის საპატრიარქოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს, რაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს ეხება.
რუსეთის საპატრიარქოში უკვე განაცხადეს, რომ თუ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს, ისინი მზად არიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტონ.