მოსკოვის „დინამომ“ მწვრთნელი არ გაუშვა - გუნდის იმიჯი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა
მოსკოვის „დინამომ“ მწვრთნელი არ გაუშვა - გუნდის იმიჯი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა

მოსკოვის „დინამომ“„ლოკომოტივთან“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში წაგების (1:2) მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი არ გაუშვა – კირილ ნოვიკოვმა ამის შესახებ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ხელმძღვანელობას ესაუბრა და საფეხბურთო კლუბში მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ ერთად რთული წელი გავიარეთ და რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ ევროპულ ასპარეზზე სხვაგვარად დავბრუნდებოდით. ​​მე თავსი გამართლებას არ ვეძებ, რაც დღეს კლუბის ხელმძღვანელობასაც ვუთხარი. რთული საუბარი გვქონდა, რადგან სეზონის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არ შესრულდა და ყველაფერი, რაც ბოლო დროს „დინამოს“ იმიჯის აღსადგენად გაკეთდა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – წერს ნოვიკოვი.

მოსკოველთა მწვრთნელმა არ დამალა, რომ „ლოკომოტივთან“ წაგებისთვის რთული დღე ჰქონდა: „მადლობელი ვარ კლუბის მენეჯმენტისა, რომელმაც გუშინდელი მატჩის შედეგისადმი გასაგები დამოკიდებულების მიუხედავად, აქცენტი მომავალ თამაშებზე და ვითარების გამოსწორების აუცილებლობაზე გააკეთა. ამას მე, სამწვრთნელო შტაბი და ყველა მოთამაშე გავაკეთებთ“.