ლუკა გაგნიძე - რუსეთის პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვა ძალიან მაინტერესებს #1TVSPORT
ლუკა გაგნიძე - რუსეთის პრემიერლიგაში ძალების მოსინჯვა ძალიან მაინტერესებს #1TVSPORT

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტის დადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა:

„რუსეთში კარგი ჩემპიონატია, ამიტომ, ძალიან მაინტერესებს ჩემი ძალების ამ დონეზე მოსინჯვა. ალბათ, საკუთარი თავის რეალიზაცია თბილისის „დინამოში“ ბოლომდე ვერ შევძელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემს ასაკში მოსკოვურმა კლუბმა დიდი ინტერესი გამოავლინა და მოსკოვის „დინამოში“ გადასვლის შესაძლებლობა გამოჩნდა, გამიხარდა. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი წინსვლასა და უფრო სწრაფად ზრდის საშუალებას მომცემს“, – ციტირებს გაგნიძის სიტყვებს „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი.

18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვურ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და თბილისურ გუნდში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც ანგარიშზე ერთი გოლი და სამი საგოლე პასი ჩაიწერა.

გაგნიძე ასევე თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, ამჟამად კი ქვეყნის ახალგაზრდული გუნდის კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა გაგნიძის ტრანსფერში მოსკოვის „დინამომ“ თბილისურ კლუბს 1,5 მილიონი ევრო გადაუხადა.