გაგნიძემ მოსკოველებთან კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ დღეს დაბრუნდება - 18 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ ევროთასებზეც დაეხმარება #1TVSPORT
გაგნიძემ მოსკოველებთან კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ დღეს დაბრუნდება - 18 წლის ნახევარმცველი „დინამოს“ ევროთასებზეც დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი სიახლე ლუკა გაგნიძის თაობაზე, რომელიც მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის“ 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად ავსტრიაში იყო და გუნდთან ერთად ემზადებოდა. რუსეთის პრემიერლიგის გუნდი 18 წლის ნახევარმცველით დაინტერესდა და ამ შეკრებაზე აკვირდებოდა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ლუკა გაგნიძის საკითხი მოსკოვის „დინამოსთან“ გადაწყდა, მისი კონტრაქტი შეთანხმდა, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელი დღეს საქართველოში დაბრუნდება.

საქმე ისაა, რომ მოსკოვის „დინამომ“ ფეხბურთელი დაიბევა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკისთვის რუსული კლუბი გაგნიძეს „დინამო თბილისში“ აბრუნებს, რომ მან სეზონი ჩაამთავროს. ლუკა თბილისურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრაში დაეხმარება.

ამას გარდა, საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა ორი „დინამოს“ შეთანხმების ფინანსური დეტალი – ზუსტი სატრანსფერო თანხა არ ვიცით, მაგრამ შეთანხმებაში წერია, რომ მოსკოვის „დინამო“ თბილისურ კლუბს ლუკა გაგნიძის შემდგომი ტრანსფერიდან თანხის ნაწილს გადაუხდის.