„თელავმა“ რუსული კლუბი დაამარცხა - ნოვიკოვმა ქართველებთან „ტრადიცია“ ვერ დაარღვია
„თელავმა“ რუსული კლუბი დაამარცხა - ნოვიკოვმა ქართველებთან „ტრადიცია“ ვერ დაარღვია

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სეზონისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს ანტალიაში ატარებს. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს და წარმატებას მაიღწიეს.

ამხანაგური მატჩში „თელავი“ რუსეთის პირელი დივიზიონის წარმომადგენელს, ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკს“ დაუპირისპირდა, რომელიც ყაზანის „რუბინის“ ფარმ-კლუბია. „თელავმა“ ორი შემადგენლობით ითამაშა. ნიჟნეკამსკელთა კარი თორნიკე ძოწენიძემ და ლუკა სოსიაშვილმა აიღეს – ძოწენიძემ იმედა აშორტიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიატანა, სოსიაშვილმა კი საჯარიმოში მეტოქის მცველთა არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. საბოლოოდ, მატჩი „თელავის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ „ნეფტეხიმიკიდან“ ერთადერთი გოლიც ქართველმა გაიტანა – მერაბ ურიდიამ. გუნდის მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვია, რომლის გაწვრთნილი მოსკოვის „დინამოც“ ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ 1:2 დამარცხდა. ნოვიკოვს ქართველებთან 1:2 ტრადიციად უყალიბდება და მის გუნდს ტრადიციის გაგრძელების შანსი კიდევ ერთხელ ექნება – 15 თებერვალს „ნეფტეხიმიკი“ შეკრებაზე ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება, სადაც 2015-2016 წლებში ურიდია თამაშობდა.