მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე, სხვა კანონმდებლები, იუსტიციის საბჭოს წევრები და პრეზიდენტის წარმომადგენელი ანა დოლიძე ესწრებიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანი კანონპროექტი უკვე წარმოდგენილია და დღეს მას მუხლობრივად განიხილავენ.

კანონმდებლები ამბობენ, რომ რეფორმის მიზანია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა.

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს.