მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, უკვე ცნობილია.
კენჭისყრის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, არსებულ სასამართლოებში, სხვადასხვა ინსტანციაში ახალი მოსამართლეები გამწესდებიან.
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა სიაში ცნობილი გვარები და მოქმედი მოსამართლებიც არიან. სიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხადის ხელახლა შეტანის მიზეზი ან გადანიშვნა ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დეკემბრის ბოლოს, 27-30დეკემბერს გამართა. სულ რეგისტრირებული იყო 82 კანდიდატი, თუმცა გასაუბრებაზე 79 გამოცხადდა.
კენჭისყრის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, კენჭისყრა ხვალ გაიმართება.