მიხეილ სარჯველაძე - დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს
მიხეილ სარჯველაძე - დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს

დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით.

„კითხვები ძირითადად მიმართულია რომ გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება, იგივე წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, იყოს სანდო კანდიდატი იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაც არის შერჩევის კრიტერიუმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის. იგივე შესაძლებლობები, რამდენად გაამდიდრებს სასამართლოს საქმიანობას. ეს იქნება ალბათ ის საკითხები, რომლის გარკვევასაც შევეცდებით. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სრულად წარმოჩინდეს კანდიდატის შესაძლებლობები.

დასანანია, რომ ოპოზიცია და სახალხო დამცველი არ უერთდებიან ამ პროცესს ან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები. მართლაც, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სრული წარმომადგენლობა ყოფილიყო და შეფასების მეტი შესაძლებლობა ყოფილიყო კანდიდატებისა. ეს მნიშვნელოვანია უპირველესად მათთვისვე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.