პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ქეთევან მესხიშვილისა და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის ქეთევან მესხიშვილის და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.

თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.