მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება იწყება
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება. გასაუბრება სულ ოთხდღიანია და 30 დეკემბერს დასრულდება.

გასაუბრების პირველ დღეს, საბჭო 20 მსურველს გაესაუბრება, ესენი არიან: აბრამიძე იოსები,  ბიძინაშვილი ემზარი, ლეჟავა სოფიო, ლიპარტელიანი ლარისა, არევაძე გიორგი, ლობჟანიძე გიორგი,  ლომიძე ალექსანდრე, ლომიძე ვეფხია, მაკარიძე გენადი, ჭანტურია ავთანდილი, მამულია რომანი, მარსაგიშვილი ნიკოლოზი, მელაძე ნინო, მესხიშვილი დავითი, მილდენბერგერი ლელა, ნადიბაიძე ხათუნა, ნარეკლიშვილი კახაბერი, შონია ბადრი, გიორგაშვილი სანდრო, აბულაძე დარინა.

სულ მოსამართლეობის მსურველი 82 კანდიდატია. სიაში ცნობილი სახელი და გვარებიც მოხვდნენ, მათ შორის, ვასილ მშვენიერაძე – საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი; სერგო მეთოფიშვილი – საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდოომარე და მოსამართლე. მეთოფიშვილი ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. დავით მამისეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე. ლევან თევზაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. გიორგი ებანოიძე – საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. შოთა გეწაძე – იუსტიიის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხადის ხელახლა შეტანის მიზეზი ან გადანიშვნა ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა. ოთხდღიანი გასაუბრების შემდეგ, საბჭო კენჭისყრას იანვრის პირველივე კვირაში გეგმავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 13 ნოემბერს დასრულდა.