მოსამართლემ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა
მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურება 15 ივლისს და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.
სხდომაზე დამსწრეები მის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ.
ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.
შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გადაიდო.