მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი, სხვადასხვა ტიპის შეღავათი განიხილება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა ტიპის შეღავათის დაწესებას განიხილავს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.
აღნიშნულის შესახებ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება.
ამასთან, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.