მონტენეგროში ახლად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
მონტენეგროში ახლად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

მონტენეგროში ახლად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქვეყნის დედაქალაქ პოდგორიცაში შეკრებილი მოსახლეობა ოპოზიციური გაერთიანების მიერ სერბეთის ეროვნული სიმბოლიკის გამოყენებას აპროტესტებს.

„როიტერი“ წერს, რომ 1990 წლის შემდეგ სოციალისტების დემოკრატიული პარტია მონტენეგროს მთავრობას პირველად ვერ ჩამოაყალიბებს.

გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმათა მცირე უმრავლესობა ოპოზიციურმა კოალიციამ მოიპოვა, რომლის წევრმა რამდენიმე პარტიამ გამარჯვება სერბეთის დროშებით აღნიშნა.

საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.