მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა
მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა

მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ინიციატორი 36 დეპუტატი იყო.

„როიტერის“ ცნობით, ისინი სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სადავო შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ, რომელსაც ხანგრძლივი დავის შედეგად კავშირები უნდა დაერეგულირებინა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა პარლამენტმა წელს უკვე მეორედ გამოუცხადა. თებერვალში პარლამენტმა უნდობლობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრ ზდრავკო კრივოკაპიჩის მთავრობის მიმართ, რომელსაც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერა გააჩნდა.

ახლა პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა პრემიერის პოსტზე პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.