მონტენეგროს დედაქალაქში პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მონტენეგროს დედაქალაქში პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დემონსტრანტები პრეზიდენტს კორუფციაში, ნეპოტიზმსა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
პოდგორიცას ქუჩებში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მსვლელობა გაიმართა. „მილო ქურდია“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
საპროტესტო გამოსვლები მონტენეგროში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის ყოფილმა თანაგუნდელმა დუშკო კნეჟევიჩმა ჯუკანოვიჩი და მმართველი პარტია კორუფციაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტი და მმართველი დემოკრატიული პარტია ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები ლეგიტიმურია, ვიდრე აქციის მონაწილეები ძალას არ მიმართავენ.