მონტენეგროს დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ ყვითელი ჟილეტებით აქცია გაიმართა
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ოპოზიციურმა ჯგუფებმა მთავრობის წინააღმდეგ აქცია ყვითელი ჟილეტებით გამართეს. აქციის მონაწილეებმა დეპუტატის დაკავება გააპროტესტეს. დეპუტატს ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოპოზიციურმა ჯგუფებმა საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობიდან, პრეზიდენტის სასახლის და მთავრობის შენობის მიმართულებით გამართეს. საპროტესტო აქციას „დემოკრატიული ფრონტის“ დეპუტატებიც შეუერთდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, მონტენეგროში ცვლილებები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საპროტესტო აქციაზე პარიზის აქციების მსგავსი რაოდენობის მოსახლეობა მივა. პოდგორიცაში შემდეგი საპროტესტო აქცია 12 დეკმებერსაა დაგეგმილი.