მონბლანზე მყინვარის ნაწილი დნება, ახლომდებარე სოფლებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო.
მეცნიერები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მწვერვალ გრანდ ჟორასის მყინვარს შესაძლოა, 250 000 კუბური მეტრის ფართობის ყინული მოწყდეს.
მათი ვარაუდით, დიდი მოცულობის ყინულის ნაწილი ძირითად მასივს ყოველდღე 50-60 სანტიმეტრით შორდება. ზუსტი დრო, როდის ჩამოვარდება ყინულის მასა, უცნობია.
ახლომდებარე ქალაქ კურმაიორის მერის განცხადებით, გლობალური დათბობა მთათა სისტემას ცვლის. ამის გამო მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
მონბლანის მასივი ვეროპის დასავლეთით მდებარე ყველაზე მაღალი მთათა სისტემაა. ის 11-ზე მეტი ისეთი მწვერვალისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 4000 მეტრს აღემატება. მონბლანი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.
მანამდე მსოფლიო შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მყინვარ პიზოლის „დაემშვიდობა“, პიზოლის სიმბოლურ „დაკრძალვაში“ ასობით ადამიანი მონაწილეობდა.