ბოლო ორი წლის განმავლობაში შვეიცარიაში მყინვარების 10 პროცენტი დადნა
ბოლო ორი წლის განმავლობაში შვეიცარიაში მყინვარების 10 პროცენტი დადნა

ბოლო ორი წლის განმავლობაში შვეიცარიამ მყინვარების 10 პროცენტი დაკარგა. შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის და მყინვარების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გაზომვების დაწყებიდან ყველაზე დიდი კლება აღინიშნა 2022 წელს, რასაც მოჰყვა მიმდინარე წელს მეორე უდიდესი შემცირება.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აჩქარება დრამატულია, რადგან შვეიცარიამ დაკარგა იმდენი ყინული ორ წელიწადში, რამდენიც 1960-დან 1990 წლამდე.

მოხსენების თანახმად, ალპებში ზამთრის წვიმის ძლიერმა ნაკლებობამ და ძალიან თბილმა ტემპერატურამ განაპირობა რეკორდულად დაბალი თოვლი და ყინულის მასიური დაკარგვა.

ასევე, მოხსენების თანახმად, გაზაფხულზე ვითარება მცირე ხნით დაუბრუნდა ჩვეულ მდგომარეობას, მაგრამ ივნისის მშრალმა და ძალიან თბილმა ამინდმა განაპირობა თოვლის ფენის დნობა ჩვეულებრივზე ოთხი კვირით ადრე.

2023 წლის ზაფხული კი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო.