მონადირეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ფოთის მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს ხვდებიან
მონადირეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ფოთის მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს ხვდებიან.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, რომლის თანახმად, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება მიეცემათ.
„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია აღნიშნული პრობლემის მოგვარება. თქვენს მოთხოვნებს გადავცემთ სამინისტროს“, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა.
მონადირეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.