კოლხეთის ეროვნულ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას ნავით გადაადგილების უფლება ხუთი წლით უხანგრძლივდებათ
კოლხეთის ეროვნულ პარკში ადგილობრივ მოსახლეობას ნავით გადაადგილების უფლება ხუთი წლით უხანგრძლივდებათ

კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივ მოსახლეობას ნავით გადაადგილების უფლება ხუთი წლით უხანგრძლივდებათ.

შესაბამისი ცვლილებები „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, ძოვების, თიბვის, თევზჭერისა და საშეშე მერქნის დამზადებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არაუმეტეს 30 ცხენის ძალის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით გადაადგილების უფლება გახანგძლივდება 5 წლით – 2024 წლის პირველ იანვრამდე.

დღეს მოქმედი კანონით, ეს ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე იყო.