მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.
მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.