მოლდოვის პრემიერი - დეოლიგარქიზაცია არ ეხება მხოლოდ საკანონმდებლო დებულებებს, ეს ეხება ქმედებებსა და შედეგებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებით, დეოლიგარქიზაციას განიხილავენ, როგორც პროცესს, რაც არ ეხება მხოლოდ საკანონმდებლო დებულებებს, ეს ეხება ქმედებებსა და შედეგებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია.
მისივე თქმით, ცხრა წლის წინ ერთ-ერთი ოლიგარქისთვის არალეგალურად გადაცემული კიშინეუს აეროპორტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბრუნდა სამთავრობო მმართველობაში, რაც არის ხელშესახები მიღწევა და სცილდება საკანონმდებლო იმპლემენტაციებს.
„ჩვენ მივყვებით კომპლექსურ ხედვას, სადაც იქნება ორივე მიმართულება, სამართლებრივი ცვლილებები, ცვლილებები ცალკეულ კანონში, მაგრამ ჩვენც ასევე ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რა იქნება შედეგი, რას მივაღწევთ. მაგალითად, გუშინ ჩვენმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კიშინეუს აეროპორტის დაბრუნების შესახებ სამთავრობო მმართველობაში. ეს აეროპორტი ცხრა წლის წინ არალეგალურად გადაეცა ერთ-ერთ გაქცეულ ოლიგარქს, რომელიც ახლა არის ქვეყნის გარეთ. ასე რომ, ეს ხელშესახები მიღწევაა, რომელიც სცილდება საკანონმდებლო იმპლემენტაციებს“, – განუცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს.