მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენაში დაადანაშაულა
მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენაში დაადანაშაულა

მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა რუსეთი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენაში დაადანაშაულა. ანდრიან კანდუს თქმით, მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებამდე მოლდოვას პრეზიდენტ იგორ დოდონთან მიღწეული რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების მოხსნა, პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

პარალელურად განცხადება გააკეთეს მოლდოვას ოპოზიციაში, რომლის წევრებიც მთავრობას ზეწოლაში სდებენ ბრალს და არჩევნებზე დარღვევების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 101 კაციან საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. შერეული სისტემით ირჩევენ.