მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ერთპარტიულ ოლქებში მმართველი „დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს

09:21, 25.02.2019

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ერთპარტიულ ოლქებში მმართველი „დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს. 51 ერთპარტიულ ოლქში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 97 პროცენტი უკვე დათვალა.

საკანონმდებლო ორგანოში სავარძელს მიიღებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ფილიპი. საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით, რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრე, „სოციალისტების პარტია“ ლიდერობს 31.41 პროცენტით.

მეორე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „აკუმ“-ი 26.05 პროცენტით. მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ კი 24.03 პროცენტი მიიღო. ექვსპროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა პარტია „შორ“-მა, რომელსაც 8.48 პროცენტი აქვს.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით პირველად ჩატარდა. შერეული სისტემა 50 დეპუტატის პარტიული სიით არჩევას, 51-ის კი ერთმანდატიანი სისტემით გულისხმობს. ახალი სისტემით აქტივობის ზღვარი გაუქმებულია.

საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 49.22 პროცენტი შეადგინა. საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას დამოუკიდებლად ვერც ერთ პარტია ვერ ახერხებს.

მსგავსი