მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ 35.61 პროცენტით ლიდერობს
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ 35.61 პროცენტით ლიდერობს

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ ხმათა 35.61 პროცენტით ლიდერობს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უკვე დათვლილია ხმების 99 პროცენტზე მეტი.

მაია სანდუ პროევროპულ ოპოზიციურ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ ხელმძღვანელობს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს ხმების 33.01 პროცენტი აქვს.

ვინაიდან, არჩევნებში ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, მაია სანდუ და იგორ დოდონი მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, სადაც გამარჯვებული საბოლოოდ გამოვლინდება.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 15 ნოემბერს არის დაგეგმილი.