„მოძრაობა საქართველოსთვის“ ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას და პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს „ყოფილ ოპოზიციონერებს“ უწოდებენ.
„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საზოგადოების ნება უგულებელყვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ტერიტორიაზე მანამდე დარჩებიან, ვიდრე პოლიტიკოსები სასახლეს არ დატოვებენ. მათი თქმით, სასახლიდან გამოსულ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ ნათლად დაანახებენ საკუთარ პოზიციას.
ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი იმართება.