მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აქცია-პერფომანსი გამართეს.

აქტივისტების ნაწილი ადგილზე სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მივიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო ხსნარი დაასხა.

„ჩვენი აზრით, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის კორონავირუსზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც გაიმეტა საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდები ზუსტად ერთი წლის წინ. ადამიანებმა თვალები დაკარგეს და ამის გამო ბოდიში არავის მოუხდია, არავინ დასჯილა და ერთი წლის თავზე ჩვენ ნამდვილად ვიცით ის, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა.

პერფომანსი ემსახურება სამთავრობო სტრუქტურების იმ ადგილების შეწამვლას, რომლებიც ძალიან ერთგულებით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილისადმი. ასევე, გახარიას, რომელიც აქ გამოივლის, დახვდება სათაგურში ჩადებული 100-დოლარიანები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა ნათელაშვილმა.

მოგვიანებით, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე სადეზინფექციო ხსნარი დაასხეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს.