მიწის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე სახელმწიფო მომსახურების სერვისი უფასო იქნება
მიწის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე სახელმწიფო მომსახურების სერვისი უფასო იქნება

მიწის რეფორმის ფარგლებში, რამდენიმე სახელმწიფო მომსახურების სერვისი უფასო იქნება.

მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამკვიდრო მოწმობის გაცემა საზღაურის გადახდევინების გარეშე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე იწარმოებს.