პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა – აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი სხვადასხვა საგნით ჩახერგეს

04:28, 02.05.2024

პარლამენტთან ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.

შეკრებილები სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს ისვრიან პარლამენტის ეზოში, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან. სპეცდანიშნულების რაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი.

ხელოვნური ბარიერი აქციის მონაწილეებს კიდევ ერთ შესასვლელთან აქვთ აღმართული.

მსგავსი