მისურის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
მისურის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლინგერის ოლქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტორნადოს საფრთხე ტეხასიდან დიდი ტბების რეგიონამდეა შენარჩუნებული. როგორც მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, აშშ-ში 31 მარტიდან დღემდე 80-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა.