მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

19:49, 24.10.2022

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო.

ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

დაუზუსტებელი ცნობით, დაშავებულია ხუთამდე ადამიანი და თავად თავდამსხმელიც.

ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველებისთვის თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი