ტეხასში, ოკლაჰომასა და არკანზასში ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა
ტეხასში, ოკლაჰომასა და არკანზასში ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა

ტეხასში, ოკლაჰომასა და არკანზასში ღამით ძლიერი ქარიშხლისა და ტორნადოების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა. „სიენენის“ ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

ტეხასში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. როგორც მედია წერს, დაღუპულთა შორის არიან ორი და ხუთი წლის ბავშვები.

სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული ოკლაჰომაში, ერთი კი – არკანზასში. დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ექვს შტატში თითქმის 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.