მისისიპის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 37 მგზავრი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან ჰოსპიტალიზებული.
პოლიციის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინციდენტი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოხდა.