ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.
თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას სუბელიანის ადვოკატი, ინგა ჩალაური ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარედგინა.
„მირზა სუბელიანი დანაშაულს აღიარებს. ჯერ უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს პროკურატურა, თუმცა პატიმრობის შუამდგომლობის შემთხვევაში ჩვენ ბრალდების მხარეს არ დავეთანხმებით,“ – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს. მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.