თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა გრძელდება. მირზა სუბელიანის წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
დაცვის მხარის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი წარდგენილ დანაშაულს აღიარებს. დამატებით კომენტარს დაცვის მხარე პროცესის დასრულებამდე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
„დღეს არის წინასასამართლო სხდომა. წარმოვადგენთ ორივე მხარე მტკიცებულებებს. მირზა სუბელიანი ბრალს აღიარებს“, – განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავ ორგანოში სამჯერ იყო გამოკითხვაზე დაბარებული.