მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესი - [ვიდეო/ფოტო]
21:47, 10.06.2018
პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღკვეთის ღონისძიების სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. მან სასამართლოს სიტყვითაც მიმართა და განაცხადა, რომ ეთანხმება ადვოკატების პოზიციას, თუმცა გისოსები მისთვის მეორეხარისხოვანია.
„თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ბავშვების გადარჩენა, მზად ვიყავი“,- განაცხადა სასამართლო პროცესზე მირზა სუბელიანმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.