მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს სხდომა გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს სხდომა გადაიდო. შესაბამისი წერილი სხდომაზე მოსამართლე ლელა ნოზაძემ წაიკითხა.
წერილში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარების გამო, მირზა სუბელიანი სხდომას ვერ ესწრება.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვცხადდები სასამართლო სხდომაზე და გთხოვთ, გადადოთ სხდომა გონივრული ვადით და არ განიხილოთ ჩემი გამოუცხადებლობის გამო“.
მოსამართლემ სუბელიანის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა 4 დეკემბერს 14:00 საათამდე გადადო.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ის თითქმის ხუთი თვეა პატიმრობაში იმყოფება.