მირზა სუბელიანი აღკვეთის გადასინჯვის პროცესს არ ესწრება
მირზა სუბელიანი აღკვეთის გადასინჯვის პროცესს არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გადასინჯოს. პროცესი ერთი საათის დაგვინებით დაიწყო.

„მოამბის“ ინფორმაციით, ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს არ სურდა, რომ მისი საქმე მირზა სუბელიანთან ერთად განხილულიყო, ვინაიდან ახლობლებისა და დაცვის მხარის განმარტებით, მორჩაძე სწორედ სუბელიანის ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებულებს არ სურდათ, სხდომაზე ერთმანეთის გვერდზე მსხდარიყვნენ. იმის მიუხედავად, რომ მირზა სუბელიანი სასამართლოს შენობაში იმყოფება, ის დღევანდელ პროცესს არ ესწრება. სხდომაზე მხოლოდ მერაბ მორჩაძე იმყოფება.

მთავარი საგამოძიებო უწყება სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვას, მორჩაძეს კი საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ-ზე ზეწოლას თანხის სანაცვლოდ ედავება.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ამიტომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სუბელიანის ადვოკატებმა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვეს, მორჩაძის უფლებადამცველებიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.