მინსკში საბავშვო ევროვიზია 2018-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრები მიმდინარეობს
მინსკში საბავშვო „ევროვიზია 2018-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრები მიმდინარეობს. კონკურსის წლევანდელ მასპინძელ ქვეყანაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ბელარუსის ტელევიზიაში იმყოფებოდნენ, სადაც შოუს ჩატარებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფინალური შოუს ტექნიკურ და შემოქმედებით მხარეებზე.
სამეთვალყურეო საბჭო რვა წევრისგან შედგება, მათ შორისაა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე, რომელიც საბჭოში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა აირჩია.
მინსკის არენაზე საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 25 მაისს ჩატარდება. საქართველოს წელს პროექტ „რანინას” გამარჯვებული, თამარ ედილაშვილი სიმღერით „შენი ხმა” წარადგენს.