მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და საშიშ ესკალაციას და აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ და უპირობოდ მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება.