მინდელის შახტში დაშავებული გიორგი ნიქაბაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია
მინდელის შახტში დაშავებული გიორგი ნიქაბაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული 55 წლის გიორგი ნიქაბაძე კვლავ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

მეშახტე ქალატვინის მძიმე ტრავმითა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ამ დრომდე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას პნევმოთორაქსიც აღენიშნება.

რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, თამარ ჯანელიძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე. დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.