ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტში შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მიწის მასის ქვეშ ორი ადამიანი მოყვა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი იპოვეს.