ტყიბულში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები მიწის მასაში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ

15:57, 27.11.2021

ტყიბულში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

მაშველები მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის ქვეშ მოყოლილ ორ პირს ეძებენ.

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

მსგავსი